შეიძლება იყოს 3 ადამიანი, (ამერიკული) ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები, ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები, ბრბო and ტექსტი გამოსახულებაექვსი წელიწადია „ტორპედო“ თბილისში ვერ იგებს. ეს „ტრადიცია“ არც ამჯერად დაირღვა. ჭაბუკმა თბილისელებმა 16 წლისა და 193 დღის ვახო სალიას გოლით გაიმარჯვეს, რომელიც დავით პეტრიაშვილისა და ალექსანდრე იაშვილის შემდეგ მესამე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვისაც „დინამოს“ მაისურით გაუტანია.

სალიამ ლამაზი თავური შეაგდო, შემდეგ ხარიხასაც მოარტყა ბურთი.

თამაშის წინ ფავორიტად ტორპედოელები მიიჩნეოდნენ, რადგან სეზონის წინ სოლიდური შევსება მიიღეს და არც მაღალ ამბიციებს მალავენ. თუმცა სამ ტურში ორჯერ დამარცხდნენ და ჯერჯერობით ვერაფერი სტარტი გამოუვიდათ.

აი, „ბათუმი“ და „დილა“ 100 პროცენტიანები არიან. 3 ტურის შემდეგ 3-3 გამარჯვება აქვთ და პირველ-მეორე ადგილებსაც იყოფენ. თან „დილა“ ერთადერთი გუნდია ლიგაში, ვისაც გოლი არ გაუშვია. რუი მოტას შეგირდების ასეთი სტსრტი ცოტა მოულოდნელია.

პირველად გაიმარჯვა ხუთი წლის შემდეგ ელიტაში დაბრუნებულმა „კოლხეთმა.“ ეგ არის, ფოთელები საშინაო მატჩებს საკუთარ სტადიონზე ვერ ატარებენ (მთავარი მიზეზი უხარისხო მინდორია) და ქობულეთის საფეხბურთო ცენტრში უწევთ თამაში.

ჯერჯერობით სეზონის იმედგაცრუება  „სამგურალია.“ სამივე თამაში წააგო და ერთადერთ გუნდია ლიგაში, რომელსაც გოლი არ გაუტანია. არადა, ბოლო წლებში  ევროზონისთვის მებრძოლ გუნდად დაგვამახსოვრეს თავი. ეგ კი არა, გასულ სეზონში ცოტა ხნით სატურნირო ცხრილსაც ლიდერობდნენ. მიხეილ აშვეთიას გვარიანი მუშაობა მოუწევს ვითარების გამოსასწორებლად.

იბერია 1999 2:2 სამტრედია

1:0 ნონიკაშვილი (21), 1:1 ჰაიდარი (37), 2:1 სილა  (63), 2:2 ფაჩულია (75)

დინამო 1:0 ტორპედო

1:0 სალია (33)

კოლხეთი 2:1 გაგრა

0:1 ლომთაძე (31), 1:1 კაკუბავა (44 საკ. კაში), 2:1 ლაშა კოხრეიძე (57)

დილა 1:0 თელავი

1:0 ვაუტერი (36)

გაძევება: ქურდაძე (34)

ბათუმი 1:0 სამგურალი

1:0 კობახიძე (45+3)

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
იბერია 199932214769:4367
ტორპედო32197653:3564
დილა321611553:2859
ბათუმი321310939:3749
დინამო329121132:3739
სამგურალი32991447:4736
გაგრა32951832:4932
კოლხეთი326131339:5531
თელავი32791627:3830
სამტრედია325121531:5327

მეგოლეები: შოთა ნონიკაშვილი (იბერია), ბიორნ იონსენი (ნორვეგია, ტორპედო), ტაირელ ვოუტერი (ნიდერლანდები, დილა) – 3, მამუკა კობახიძე (ბათუმი), გიორგი კოხრეიძე (იბერია), ლაშა კოხრეიძე (კოლხეთი), ომრან ჰაიდარი (ავღანეთი, სამტრედია) – 2