Saba Sazonov of Torino FC competes for the ball with Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli during the Serie A TIM match between SSC Napoli and FC...არსებობს ერთადერთი ხერხი, რომლითაც პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს შეიძლება ხვიჩა კვარაცხელია გააყიდინო: მის სანაცვლოდ სამნიშნა რიცხვი უნდა შესთავაზო. სულ მცირე 100 მილიონი. ერთი ხნის წინ ქართველის აგენტმა თავისი კლიენტის მომავალზე ილაპარაკა და განმარტა, რომ ოსიმენის სავარაუდო წასვლის მიუხედავად თუ იქნება მოთხოვნის შესაბამისი შეთავაზება, „ნაპოლი” მას შეიძლება მართლა დაემშვიდობოს. ამრიგად, გასული საჩემპიონო სეზონის ორმა გმირმა შეიძლება იტალია ერთდროულად დატოვოს, თუმცა კვარას შემთხვევა განსხვავებულია: სეზონი რომ დამთავრდება კლუბი აგენტს კონტრაქტის განახლებაზე დაელაპარაკება.

ქართველ გარემარბს იტალიურ კლუბთან ხელშეკრულება 2027 წლამდე აქვს და სეზონის ბოლოს მხარეები მის შესაძლო გახანგრძლივებაზე დაილაპარაკებენ. გახანგრძლივება დიდი ხნით ვერ მოხერხდება, რადგან კონტრაქტი ისედაც საკმაოდ გრძელვადიანია, მაგრამ ხელფასი კი უნდა გაიზარდოს, რათა დაფასდეს ის, რაც ფეხბურთელმა გუნდისთვის უკვე გააკეთა. კვარაცხელიას გარემოცვა მის ახლანდელ გასამრჯელოზე გაცილებით მეტს მოითხოვს.

კვარაცხელიასთან დაკავშირებულ სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან ევროპული კლუბები. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მას აკავშირებდნენ „ბარსელონასა” და „პარი სენ ჟერმენს”, რომელიც უკვე მუშაობს ოსიმენის შესაძენად. ქართველი ძალიან მოსწონს იურგენ კლოპს, მაგრამ გერმანელმა უკვე გამოაცხადა, რომ სეზონის ბოლოს „ლივერპულიდან” მიდის. კვარას თაყვანისმცემლები არც პრემიერლიგაში აკლია, საიდანაც ხშირად ძალიან სერიოზული ეკონომიკური შეთავაზებები მოდის ხოლმე.

calciomercato