ტყუილი აღმოჩნდა სენსაციების მოყვარულთა მოლოდინი – ავსტრალიურმა ხვატმა “ჭარმაგი” როჯერ ფედერერი გამოფიტა და მარინ ჩილიჩს წარმატების შანსი აქვსო. არა, ინტრიგა ნამდვილად იყო. განსაკუთრებით იმ მომენტში, როცა ჩილიჩი სეტებში 2:2 გაუთანაბრდა შვეიცარიელს. აი, აქ კი გაბრაზდა როჯერი, გადამწყვეტ სეტში ორი ბრეიკი შეასრულა და კარიერაში მეოცე სლემტიტული მოიპოვა: 6:2, 6:7, 6:3, 3:6, 6:1
36 წლის ფედერერისთვის და 29 წლის ჩილიჩისთვის ეს დიდი სლემის ტურნირის პირველი ფინალი არ ყოფილა. თავისი მე-19 ტიტული ფერერემა შარშან უიმბლდონზე სწორედ ჩილიჩთან შეხვედრაში მოიპოვა. მელბურნის კორტზე კი როჯერმა მეექვსედ გაიმარჯვა.