ვეტერანი ფეხბურთელი ფრანკო სელვაჯი Radio Kiss Kiss-ის ეთერში, გადაცემა „რადიო გოლში” „ნაპოლისა” და „ბარსელონას” (1:1) შეხვედრას გამოეხმაურა. მან ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შეცვლაზე გამოთქვა თავისი შეხედულება.
„მე ყოველთვის მირჩევნია ოსიმენისა და კვარაცხელიასნაირი ხალხი მოედანზე იყოს. დიდი ფეხბურთელები არ უნდა შეცვალო, რადგან მათ შეუძლიათ ნებისმიერ წამს გაიტანონ გოლი. მათ ნაცვლად მოედანზე იმავე დონის ფეხბურთელს ხომ ვერ შეიყვან. მათ გარეშე კი „ნაპოლი” ერთი ჩვეულებრივი გუნდია”, — თქვა სელვაჯიმ.
სელვაჯი 70 წლისაა. ის გახლდათ მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატის მონაწილე, თუმცა ენცო ბეარზოტის ტრიუმფატორ ნაკრებში სათადარიგო იყო და მოედანზე ერთი წუთითაც არ შესულა. უცნაურია, რომ „ტარანტოს”, „კალიარის”, „ტორინოს”, „უდინეზეს”, „ინტერისა” და სხვა გუნდების ვეტერან თავდამსხმელს „სკუადრა აძურაში” მხოლოდ სამი თამაში აქვს ჩატარებული, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონის ოქროს მედლის მფლობელია.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური09/06/2026 | 09:12ალეგრი მილანში გაიჭედა
სიახლეები09/06/2026 | 08:15მთავარი მეკარე უნაი სიმონი იქნება
აქეთურ-იქითური09/06/2026 | 07:15კლუივერტთა შორის უკლუივერტესი
მთავარი ამბავი08/06/2026 | 09:28ფლორენტინო: წინ ბევრი ისტორიული მოვლენაა!
