მელბურნში დასრულდა წლის პირცელი დიდი სლემის ტურნირი. ავსტრალიის ღია პირველობის  ფინალში იტალიელმა იანიკ სინერმა 3:6 3:6 6:4 6:4 6:3 სძლია რუს დანილ მედვედევს და კარიერაში პირველად მოიგო დიდი სლემის ტურნირი.
საწყის ორ პარტიაში რუსი უფრო უკეთესად გამოიყურებოდა. მან პირველი სეტი 37 წუთში, ორმაგი ბრეიკით მოიგო 6:3. მეორეში მედვედევს კიდევ უფრო იოლად გამოუვიდა ყველაფერი – თავიდანვე 5:1 დაწინაურდა და შემდეგ მშვიდად მოიგო – 6:3 6:3.
იტალიელი ჩოგბურთელისთვის შეხვედრაში დადგა მომენტი, როდესაც დასაკარგი აღარაფერი ჰქონდა. მანაც გარისკა, უფრო თამამად ათამაშდა და…
მესამე სეტის მეათე გეიმის წინ იანიკი 5:4-ს იგებდა და სწორედ აქ წავიდა ვა-ბანკზე. მეტოქის მხრიდან მეტოქის ტაქტიკის ცვლილებამ რუსი ჩოგბურთელი დააბნია და გეიმიც საკუთარ ჩაწოდებაზე დათმო – 4:6.
Jannik Sinner vs Daniil Medvedev: Staggering Australian Open comeback  heralds the start of a new era | The Independent
იგივე სცენარი განვითარდა მეოთხე პარტიაშიც. ცხრა გეიმის განმავლობაში ორივე ჩოგბურთელი იოლად იგებდა საკუთარ ჩაწოდებას, თუმცა მეათეში რუსს ისევ ჩავარდნა დაეწყო და ეს პარტიაც 4:6 დათმო. მედვედევს ფსიქოლოგიურად გაუჭირდა. ორი წლის წინ, მაშინაც ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ორ სეტიანი უპირატესობით უგებდა რაფაელ ნადალს და ის მატჩიც დათმო, თუმც მაშინ მეტოქედ დიდი ესპანელის ჰყავდა.
ამასობაში იანიკმა ბოლომდე დაიჯერა საკუთარი შესაძლებლობების – მეხუთე სეტში კიდევ ერთხელ მოიგო გეიმი მეტოქის ჩაწოდებაზე და შემდეგ მშვიდად მიიყვანა საქმე საბოლოო გამარჯვებამდე. მედვედევმა კარიერაში მესამედ წააგო ავსტრალიის ღია პირველობის ფინალი.
ფინალი 3. 46 საათი გაგრძელდა.
რუსი ისტორიაში გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ორჯერ გაანიავა 2 სეტიანი უპირატესობა.
ავსტრალიის ღია პირველობის მოგებით იანიკ სინერმა საკუთარი ბალანსი 2.1 მილიონი დოლარით და 2000 სარეიტინგო ქულით შეავსო.შეხვედრის სტარტი ბელორუს ჩოგბურთელს უკეთესი გამოუვიდა – ადრეული ბრეიკი შეასრულა და მალევე 3:0 დაწინაურდა.
ქალთა შორის კი ავსტრალიის ღია პირველობა ზედიზედ მეორედ მოიგო ბელორუსმა არინა საბალენკამ. ფინალში მან 6:3 6:2 სძლია ქინვენ ჟენგს.
ჩინელმა პირველ პარტიაში კი გაიბრძოლა და მეტოქის ჩაწოდებაზე სამმაგ ბრეიკპოინტამდეც მივიდა, თუმცა ბოძებული შანსები ხელიდან გაუშვა.
მეორე პარტიაში კი ბელორუსმა აშკარად დაჩაგრა მეტოქე და მატჩიც მარტივად მოიგო 6:3 6:2.
2012 და 2013 წლებში ავსტრალიის ღია პირველობა ზედიზედ მოიგო ასევე ბელორუსმა ვიქტორია აზარენკამ.
წლევანდელი ტურნირის მოგებით ბელორუსმა 2.1 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
Australian Open winner Aryna Sabalenka poses with the Daphne Akhurst Memorial Cup at the Royal Botanic Gardens in Melbourne on Sunday. | AFP-JIJI