„ნაპოლი” სატრანსფერო ბაზარში ახალ ფეხბურთელებს ეძებს. როგორც „სქაი სპორტი” ამბობს ერთ-ერთი იმ მოთამაშეთაგანი, ვის მიმართაც იტალიის ჩემპიონმა გამორჩეული ინტერესი გამოამჟღავნა კოტ დ’ივუარელი ჰამედ ჟუნიორ ტრაორეა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით „აძურიმ” იჯარასთან დაკავშირებით უკვე დაიწყო მოლაპარაკებები „ბორნმუთთან”. თავად ფეხბურთელი თანახმაა „მარადონაზე” გადაბარგდეს.
ტრაორე 2000 წელს არის დაბადებული. ის შემტევი ნახევარმცველია, თუმცა შეუძლია თამდამსხმელადაც ითამაშოს. სხვადასხვა დროს გამოდიოდა „ემპოლისა” და „სასუოლოში”. 2019 წელს „ფიორენტინაში” გადასვლასთან იყო ახლოს.
კოტ დ’ივუარელმა ბოლოხანს მალარიით იავადმყოფა, თუმცა რომში გამოკვლევა ჩაიტარა და ექიმებმა თქვეს, რომ მოედანზე დასაბრუნებლად მზად არის.
ნეაპოლური საიტები წერენ, რომ „ნაპოლის” მეპატრონეს აურელიო დე ლაურენტისს ტრაორეს გადაბირება ჯერ კიდევ ორი წლის წინ უნდოდა.
კოტ დ’ივუარელის შესახებ ცნობას ნეაპოლურმა გაზეთმა „ილ მატინომ” პირველ გვერდზე გამოუყო ადგილი.