საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პროგრამა მინიმუმი ვერ შეასრულა და საუკეთესო რვა გუნდს მიღმა დარჩა.
მეოთხედფინალში გასასვლელი მატჩი დეიან სტანოიევიჩის გუნდმა რუმინეთთან 11:18 წააგო.
მატჩის ბედი, ფაქტობრივად, პირველივე მეოთხედში გადაწყდა, რომელიც რუმინელებმა 5:1 მოიგეს, ხოლო დიდ შესვენებამდე უპირატესობა ექვს ბურთამდე გაზარდეს.
საქართველოს ნაკრებს არაფერი გამოსდიოდა. განსაკუთრებით გვიჭირდა შეტევაში, მაშინაც კი, როდესაც მეტობაში ვიყავით. ვითარება არ შესვენების შემდეგ შეცვლილა – რუმინელებმა მესამე მეოთხედიც მოიგეს და ბოლო პერიოდი ფორმალობად აქციეს, რომელიც ფრედ დამთავრდა და ჩვენების ტანჯვაც დასრულდა…
საქართველოს ნაკრები 9-12 ადგილებისთვის ბრძოლაში ზაგრებიდან დუბროვნიკში გადაინაცვლებს, სადაც 13 იანვარს, ნახევარფინალში, გერმანიის ნაკრებს შეხვდება.