აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.ქართული რაგბი ახალ ფაზაში შედის. როგორც გაირკვა, ინგლისელმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა საქართველოს რაგბის კავშირთან ურთიერთობა გაარკვია და მხარეები შემდეგ შეთანხმებამდე მისულან: ხელშეკრულება დაიდება მიმდინარე სეზონის ბოლომდე, რის შემდეგ მხარეები გადახედავენ რა და როგორაა, რასაც კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება მოჰყვება, 2025 წლის ზაფხულში კი, თუ ყველაფერი ისე იქნა, როგორც ქართული რაგბის ინტერესებს მოეთხოვება, გაფორმდება მთავარი, 2-წლიანი კონტრაქტი, რომლიც 2027 წლის მსოფლიო თასის დასრულებისთანავე ამოიწურება.

იგულისხმება, რომ კოკერილი „შავ ლომსაც“ გაწვრთნის, ოღონდ სავარაუდოდ პარასკევისთვის, „რაგბი ევროპის“ სუპერთასის ფინალისთვის გუნდს ისევ ლევან მაისაშვილი მოამზადებს.

ოფიციალურად ჯერ არაფერი თქმულა, 20 დეკემბერსო, მაგრამ კოკერილი რომ ბორჯღალოსნების შემდეგი მესაჭე იქნება, ამას წყალი აღარ გაუვა…

53 წლის როჩარდ კოკერილი საკმაოდ ცნობილი კაცია ევროპულ რაგბში. ვიდრე მწვრთნელობას დაიწყებდა, ექსტრა-კლასის კვაჭი იყო, უამრავი ტიტული მოუგია, მათ შორის პრემიერშიპი და ჰეინეკენის ჩემპიონთა თასი, ხოლო ინგლისის ნაკრების წითელვარდიანი კვართი 27-ჯერ მოურგია. 1999 წლის მსოფლიო თასზეც უთამაშია. მოკლეს, მართლა მაგარი მოთამაშე იყო.

მწვრთნელობა კი მშობლიურ „ლესტერ თაიგერსში“ დაიწყო – ჯერ შერკინების დამრიგებლად, 2009 წლიდან კი მთავარ მწვრთნელად და, ეგრევე ჩემპიონი გახადა. ეს კი არა, 2009 წლის ტიტული 2010-შიც დაიცვა, 2013-ში კი მესამედ იზეიმა ინგლისის ჩემპიონობა.

Leicester's former head coach Richard Cockerill to take charge of Edinburgh  | Rugby union | The Guardian2017-ში „ტულონში“ შუა სეზონში მივიდა, იქ გაიცნო მამუკა გორგოძე და ლევან ჩილაჩავა. ვარსკვლავური გუნდი ტოპ 14-ის ფინალამდეც მიიყვანა, სადაც მხოლოდ დავით ზირაქაშვილის „კლერმონმა“ გააჩერა. სხვათა შორის, კოკერილის კანდიდატურა კავშირს სწორედ მამუკას შეუთავაზებია…

საფრანგეთიდან შოტლანდიაში გადაბარგდა, „ედინბურგი“ ჩაიბარა და პირველივე სეზონში პრო 14-ის პლეი-ოფშიც გაიყვანა, რაც ამ გუნდის ისტორიაში პირველად მოხდა. იქ 2021 წლამდე დარჩა, მერე კი კოკერილმა თავი ედი ჯონსის სამწვრთნელო შტაბში ამოყო, დიდ ავსტრალიელს ეხმარებოდა, მაგრამ გუნდი წარუმატებლად თამაშობდა და ედი ჯონსი დაითხოვეს. ჰოდა, 2022 წელს რიჩარდ კოკერილმა ინგლისის ნაკრების თავკაცობას დათანხმდა, ოღონდაც თავიდანვე ითქვა, რომ ამ პოსტზე იქამდე დარჩებოდა, ვიდრე ინგლისური რაგბის მამები ვინმე სხვაზე შეთანხმდებოდნენ. როგორც ცნობილია, მერე კოკერილი ბორთვიკმა შეცვალა, თავად რიჩარდი კი მსოფლიო თასის წინ „მონპელიეს“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, თუმცა ნოემბერში ეს პოსტი დატოვა – სახელოვანი კლუბი ცხრილის ფსკერზე იყო, თუმცა, როგორც ირკვევა, კოკერილს კლუბის მესვეურებმა არ შეუსრულეს სატრანსფერო და სხვა ხასიათის დაპირებები და შესაბამისად, გუნდიც აირია.

მოკლედ, აი, ასეთი ცნობილი კაცია ეს ჩვენი მისტერ კოკერილი. დიდი წარმატებების მნახველიც და შემოქმედიც. იმედია, ბირჯღალოსნების სათავეში მოსვლით ახალი წარმატებების ფურცელი როგორც ქართული რაგბის, ასევე მის პირად ისტორიაში ჩაიწერება.

Richard Cockerill: Ten things you should know about the England coach