საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები თურქ თანატოლებს მეორე ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდა და ბოლო წამზე გატანილი გოლით 2:1 გაიმარჯვა.

ამ გუნდების პირველი შეხვედრა 12 დეკემბერს მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გაიმართა და 1:1 დასრულდა.

ისევე როგორც პირველ შეხვედრაში, გიორგი ჩიტაურის გუნდი ამჯერადაც მდევრის როლში აღმოჩნდა და პირველი ტაიმი 0:1 წააგო.

75-ე წუთზე სტუმრების კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც თბილისის „დინამოს“ მცველმა, გიგი გლუნჩაძემ ზუსტად შეასრულა და წონასწორობა აღადგინა.

90-ე წუთზე ნიკა ჩიქოვანმა და რეზი დანელიამ კარგი კომბინაცია გაითამაშეს და ჩიქოვანმა გამარჯვების გოლი გაიტანა.