City Overviewვალიადოლიდი – ესპანეთის ამ ისტორიულ ქალაქში საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ხელშეწყობით მოვხვდით და ესპანეთი-საქართველოს მატჩს დავესწარით.

What to see in Valladolid Tradition, history and modernity | Renfeქალაქი მე-11 საუკუნიდან იხსენიება და 1561 წლამდე ესპანეთის დედაქალაქიც იყო. პირველი უნივერსიტეტიც იქ გაიხსნა. თუმცა, წარსულით თავს არ შეგაწყენთ და უფრო უახლესზე გეტყვით. ვალიადოლიდი ესპანეთისთვის პატარა ქალაქია, საქართველოში კი, სიდიდით მეორე იქნებოდა. ქუჩაში რომ დადიხარ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ რადიოში „ბეტისი”-„სევილიას”, ან სულაც ელ-კლასიკოს — „რეალი”-„ბარსელონას” მატჩს უსმენ. დადიხარ ქუჩაში და აქეთ-იქიდან თითქოს ესპანელი კომენტატორების ხმა გესმის. ინგლისური თითქმის არავინ იცის. თუ რამის გაგება გინდა, კეთილი ინებე და ესპანური ისწავლე. არ იფიქროთ, რომ უყურადღებო ხალხია. ოლა (გამარჯობა) – ყველგან თავად იჩენენ ინიციატივას. ქუჩაში ნებისმიერ გამვლელს დასახმარებლად რაც არ უნდა ჰკითხო, ღიმილით და გულისხმიერებით გპასუხობს, მაგრამ ესპანურად და თან ცდილობს დაგეხმაროს. ბევრიც რომ ეძახო, არ ვიცი ესპანური, კარგად ბრძანდებოდეთო, სანამ არ გასწავლის, მაინც არ მოგეშვება და გამომშვიდობებას აზრი არ აქვს. ქუჩაშიც არავინ გეჩხუბება იმის, გამო, რომ მათი გუნდის მეტოქის ქვეყნიდან ხარ. პირიქით, საქართველოს დროშით ხელ თუ ბეჭდამშვენებულებს ღიმილით და შეძახილებით ხვდებიან. მთელი ქალაქი სპორტული მოედნებია: კერძოდ საფეხბურთოზე აღარაფერს ვიტყვით – ძალიან ბევრი მოედანია.

Khvicha Kvaratskhelia of Georgia reacts towards referee, Aleksandar Stavrev after scoring the teams first goal as John McGinn of Scotland looks...აი, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, რომელსაც სტადიონის მსგავსად ხოსე სორილია ჰქვია, ღია ტიპის 6 კალათბურთის მოედანია ჩამწკრივებული, მათ შორის კი, სახელბურთოც არის დახაზული. ეს მარტო ცენტრალურ მოედანზე და სხვაგან რაც ხდება, ამის მოყოლასა და დაწერას, დიდ დროს მოვუნდები. ხოსე სორილია ესპანელი პოეტი და დრამატურგია. იქაური ვიქტორ ჰიუგოა. იმდენად პოპულარული, რომ სტადიონსაც მისი სახელი ჰქვია. ვალიადოლიდშია მიგელ სერვანტესის მუზეუმიც, სადაც შესვლა სულ რაღაც 3 ევრო ღირს, თან გიღირს. იაფი მარტო მუზეუმი არ არის – ვალიადოლიდში იაფად ბევრ ისეთ რამეს წააწყდები, რასაც ჩვენთან ცეცხლის ფასი უკიდია. თუმცა, ყველაფერი შენ ჭკუაზეც არ არის მოწყობილი — კვირას ვერაფერს იყიდი, რადგან თითქმის ყველა მაღაზია (მარკეტებისა და სუპერმარკეტების გარდა) დაკეტილია: შაბათობით 3 საათზე იკეტება, დანარჩენ დღეებში, 6 საათს წამსაც არ გადააშორებენ. საღამოობით კი ვალიადოლიდელთა საყვარელი საქმე თავიანთ ქალაქში ოჯახთან ერთად სეირნობაა. საამისოდ აქ ბევრი ადგილია.

ვალიადოლიდში ყველაფერი კარგი იყო შედეგის და ხვიჩა კვარაცხელიას მესამე ყვითელი ბარათის გარდა…