ADL irritated, Garcia sacked if he doesn't beat Empoli. Two names on the agenda„ნაპოლისა” და „უნიონ ბერლინის” ჩემპიონთალიგური შეხვედრის (1:1) მეორე დღეს „აძურის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კალსტელ ვოლტურნოში დილის ვარჯის დაესწრო. ბაზაზე მივიდა ტრავმირებული ვიქტორ ოსიმენიც, რომელიც ნიგერიიდან დაბრუნდა, რათა ოთხშაბათის თამაშს დასწრებოდა. დე ლაურენტისი გუნდს და მწვრთნელ რუდი გარსიას შეხვდა. მისი უკმაყოფილების მიზეზი სპორტული წარუმატებლობის გარდა დიდძალი ფულის დაკარგვაც გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა კასტელ ვოლტურნოში გაატარა მთელი დღე, იქაურობა საღამოს 6:30-ზე დატოვა. ბიზნეს-პარტნიორებსაც კი კომერციულ საკითხებთან დაკავშირებით საწვრთნელ ცენტრში შეხვდა. იტალიელ ჟურნალისტებს აინტერესებდათ ხელახლა ხომ არ დაიძაბა მას და ფრანგ მწვრთნელს შორის ურთიერთობა, მაგრამ ჯერჯერობით გადაჭრით ვერაფერს ამბობენ. ნეაპოლური საიტები წერენ, რომ დე ლაურენტისი დღესაც მთელ დღეს ბაზაზე გაატარებს.