შემტევი ფეხბურთის თამაში გვსურს' - სანიოლი ბულგარეთთან მატჩის წინ - europop
ვილი სანიოლმა ნაკრებში მარჯვენაფლანგელი ოთარ კაკაბაძე დააბრუნა

საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას 13 ნოემბერს დაიწყებს.

ვილი სანიოლის გუნდი 16 ნოემბერს, თბილისში, შოტლანდიას უმასპინძლებს. 19 ნოემბერს კი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ვალიადოლიდში გამართავს.

ტრავმების გამო ნაკრებს ოთარ კიტეიშვილი და დავით ხოჭოლავა დააკლდებიან, სანიოლმა გუნდში დააბრუნდა გიორგი გოჩოლეიშვილი, ოთარ კაკაბაძე და გიორგი აბურჯანია. ამჯერად სანაკრებო სიის მიღმა საბა საზონოვი და საბა ლობჟანიძეც დარჩნენ.

მეკარები გიორგი ლორია („დინამო”, თბილისი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

მცველები გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ალ ახდუდი“, ნაჯრანი, საუდის არაბეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“ კრაკოვი, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), ივა გელაშვილი („სპეცია“, ლა სპეცია, იტალია), ალექსანდრე კალანდაძე („დინამო“, თბილისი, საქართველო)

ნახევარმცველები და თავდასხმელები ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), გაბრიელ სიგუა („ბაზელი“, შვეიცარია), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“, ვალენსია, ესპანეთი), გიორგი აბურჯანია („ჰატაისპორი“, ანთაქია, თურქეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („ვოლფსბერგერი“, ვოლფსბერგი, ავსტრია), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი”, ინგლისი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი“, ამსტერდამი, ნიდერლანდები), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია)

შეკრების დაწყებამდე, 13 ნოემბერს, 12:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართება.

16 ნოემბერი, 21:00 – საქართველო – შოტლანდია

19 ნოემბერი, 23:45 – ესპანეთი – საქართველო