„ნაპოლისა” და „უნიონ ბერლინის” ჩემპიონთალიგური შეხვედრის წინა პრეს-კონფერენციაზე ნეაპოლელი ფეხბურთელებიდან ჟურნალისტების წინაშე ჯაკომო რასპადორი წარსდგა. მან თქვა:
„გოლების გატანა არა მხოლოდ თავდამსხმელისთვის, არამედ ნებისმიერი ამპლუის ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია. ის საკუთარი თავის რწმენას და წარმატების შეგრძნებას იძლევა. შემტევისთვის კი მას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს…
ოსიმენის დაბრუნება? მე მზად ვარ გუნდს ნებისმიერ პოზიციაზე ვემსახურო. გუნდი ზუსტად მაშინ არის ძლიერი, როდესაც ფეხბურთელი მზადაა მას ემსახუროს და თავის მომენტს ელოდება. ყველას დრო დადგება. მთავარია მენტალურად იყო მზად, განვითარების საშუალება კი მუდმივად არის.
ბოლო შეხვედრაში გოლის გატანის მრავალი შესაძლებლობა გვქონდა, მაგრამ შეცდომები დავუშვით და თან მეკარე გილერმო ოჩოამ ითამაშა დიდებულად. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ბევრ საგოლე მომენტს ქმნის, მაგრამ უფრო მეტი „სიბრაზე” გვჭირდება ჩვენი უნარები შედეგად რომ ვაქციოთ.
რუდი გარსია ხშირად მათამაშებს. ის მენდობა. მან სხვადასხვა პოზიციებზე მომსინჯა. ის ძალიან მეხმარება, რომ განვვითარდე. გარსიას სიძლიერე ის არის, რომ მან პირველივე დღიდან მოგვიწოდა დავივიწყოთ იტალიის ჩემპიონები რომ ვართ. ფარ-ხმალი არ უნდა დავყაროთ და დაუზარლად ვიმუშაოთ. მენტალურად ძლიერები უნდა ვიყოთ, რათა ყოველდღიურ გამოწვევებს მაგრა დავხვდეთ.
„უნიონ ბერლინის” მსგავს ჩაკეტილ გუნდთან თამაში ძალიან ძნელია, ხაზებს შორის სივრცეებს ვერ პოულობ. ასეთ შეხვედრებში არის პერიოდები, რომელთაც ალღო უნდა აუღო და გამოიყენო. რთული თამაში გველის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება პირველი წუთები, თუ როგორ მიუდგები შეხვედრას თავიდანვე.
ვარ თუ არა ოსიმენის შემცვლელი? ვფიქრობ ჩვენთან არავინ არავის შემცვლელი არ არის. აქ გადაწყვეტილებებს პროცესში ვიღებთ. ასე ვფიქრობ პირადად მე და ასე ფიქრობენ ჩემი თანაგუნდელები.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური09/06/2026 | 09:12ალეგრი მილანში გაიჭედა
სიახლეები09/06/2026 | 08:15მთავარი მეკარე უნაი სიმონი იქნება
აქეთურ-იქითური09/06/2026 | 07:15კლუივერტთა შორის უკლუივერტესი
მთავარი ამბავი08/06/2026 | 09:28ფლორენტინო: წინ ბევრი ისტორიული მოვლენაა!
