აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის ოფიციალურმა გვერდმა ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

„ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი „ბილბაოსთან“ ფრედ დასრულებული შეხვედრის გმირი იყო“, – ასე დაახასიათეს ქართველი მეკარის თამაში.

„ვალენსიამ“ „ბილბაოთან“ ფრედ, 2:2 ითამაშა, მაგრამ წააგებდა ქართველ მეკარეს შესანიშნავად რომ არ ეთამაშა – გიორგი მამარდაშვილმა ამ შეხვედრაში ხუთი რთული დარტყმა მოიგერია.

„ბილბაოსთნ“ მატჩში 22 წლის ქართველი გოლკიპერი მატჩის საუკეთესო გახდა, ახალ კი ტურის სიმბოლურში მოხვედრაც დაიმსახურა.

გარდა ამის, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიორგი მამარდაშვილსა და „ბილბაოს“ მეკარეს, უნაი სიმონს ლინდონის „ჩელსი“ აკვირდება. ქართველი მეკარე „არისტოკრატების“ ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა. ლონდონური კლუბის სკაუტები „ვალენსიისა“ და „ბილბაოს“ მატჩსაც დაესწრნენ, რათა მეკარეებს კიდევ ერთხელ დაკვირვებიდნენ.

„ლონდონის „ჩელსი“ ზაფხულში ორ მეკარეს დაემშვიდობა – ედუარ მენდი საუდის არაბეთის „ალ აჰლიში“ გადავიდა, ხოლო კეპა არისაბალაგა მადრიდის „რეალს“ იჯარით შეუერთდება. მათ ნაცვლად გუნდში რობერტ სანჩესი და ჯორჯ პეტროვიჩი მიიყვანეს.

სანჩესმა ძირითადში დაიმკვიდრა ადგილი და მიმდინარე სეზონში „ჩელსიში“ 12 მატჩი ჩაატარა, საიდანაც კარი მშრალად მხოლოდ ოთხჯერ შეინახა. „ჩელსის“ მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო მას ენდობა, თუმცა გუნდს ახალი მეკარის შეძენა მაინც სურს და ამ მიზნით გიორგი მამარდაშვილსა და უნაი სიმონს აკვირდება. „ჩელსის“ სკაუტები „სან მამესის“ სტადიონზე „ვალენსიისა“ და ბილბაოს „ატლეტიკის“ მატჩს დაესწრნენ, როგორც ჩანს, ლონდონელები არჩევანს ამ ორ მეკარეს შორის გააკეთებენ“, – წერს გამოცემა 90 min.com.