ვაჟა მარგველაშვილი აბუ დაბის გრანდ სლემის გამარჯვებულია!აბუ დაბიში დაწყებული გრანდ სლემის პირველ დღეს საქართველოს დელეგაციამ ოქროს მედალი ირგუნა.

ვაჟა მარგველაშვილმა (66) ტურნირი წაუგებლად ჩაამთავრა და წელს მეორე ოქროს მედალი მოიპოვა. პირველ თებერვალში იყო, როდესაც თელ ავივის გრანდ სლემი მოიგო.

მარგველაშვილი ოქროსკენ მიმავალ გზას ფრანგი რომარიკ ვენ-დიამ ბოუდას ძლევით შეუყვა; თურქ მუჰამედ დემირელთან ვაზარით კი ჩამორჩა, მაგრამ მეტოქე თავადაც ვაზარზე დააგდო და შებოჭვაც მიაყოლა; მეოთხედფინალში ყაზახი გუსმან ყირგიზბაევი გაფრთხილებებით დაამარცხა; ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელი რუსლან ფაშაევი ტატამიზე ორჯერ დააგდო; ფინალში მარგველაშვილმა უზბეკ მუხრიდინ ტილოვოვს დამატებით დროში ვაზარით აჯობა და ოქროც ირგუნა.

აბუ დაბიში 2 ქართველი კიდევ ჭიდაობდა, მაგრამ ალეკო კასრაძეც (66) და ლუხუმ ჩხვიმიანიც (60) პირველივე ბრძოლებში დამარცხდნენ.

დღეს 73 და 81 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ძიუდოისტები იჭიდავებენ. ქართველთაგან ტატამზე კოტე კაპანაძე, გიორგი ახალაური (ორივე 73) და დიმიტრი გოჩილაიძე (81) გავლენ.