ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” შაბათს ვერონაში თამაშობს. მატჩი საქართველოს დროით 17 საათზე დაიწყება.
ნეაპოლელთა კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ოთხშაბათი კასტელ ვოლტურნოში ფეხბურთელებთან ერთად გაატარა. ის ვარჯიშს დაესწრო. ეროვნული ნაკრებებიდან დაბრუნებული ნეაპოლელები მის თვალწინ საქმეში ჩაებნენ.
სტანისლავ ლობოტკა და პიოტრ ჟელინსკი პერსონალური ვარჯიშით იყვნენ დაკავებულები. ჯგუფთან ერთად ვარჯიშობდნენ ხვიჩა კვარაცხელია, ლეო ოსტიგორი და იენს კაიუსტე, ხოლო ანდრე-მარკ ზამბო ანგისა, ჟუან ჟესუსი და ვიქტორ ოსიმენი მკურნალობდნენ. ნიგერიელი თავდამსხმელი სავარაუდოდ 25 ნოემბერს „ატალანტასთან” შეხვედრაში დაუბრუნდება მოედანს და 29 ნოემბერს „სანტიაგო ბერნაბეუზე” „რეალის” წინააღმდეგ ითამაშებს. ოსიმენი გამოტოვებს შეხვედრებს „ვერონასთან”, „უნიონ ბერლინთან” (ორივეს), „მილანთან”, „სალერნიტანასთან” და „ემპოლისთან”.
აღსანიშნავია, რომ დე ლაურენტისი წინა დღეს ვარჯიშს არ დასწრებია, მაგრამ მწვრთნელ რუდი გარსიას შეხვდა და ელაპარაკა.