AS წერს, რომ ესპანეთში ხელოვნურსაფარიანი მოედნების დღეების ათვლა დაიწყო. წამზომი ჩართულია. El Confidencial კი იტყობინება, რომ ევროკავშირმა ახალი რეგულაციები შემოიღო, რომელთა თანახმად ყველა ხელოვნური საფარი თანდათან უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა. რასაკვირველია, ეს ერთ დღეში ვერ მოხდება, მათ ბუნებრივი მოედნებით ჩანაცვლებას დრო უნდა. შესაბამისად, ევროგაერთიანებიამ, რომლისკენაც საქართველოც მიისწრაფვის, ვადა დათქვა: რვა წელიწადი.

გადაწყვეტილება კვლევებს ეყრდნობა. უპირველეს ყოვლისა ევროპა ეკოლოგიაზე ზრუნავს — ხელოვნური საფარი ლპობადი არ არის და ვადის გასვლის მერე დედამიწას ნაგვის სახით ემატება. ხსენებული მოედნები პოლიეთილენისგან მზადდება. მისი საბაზისო შემადგენელი არის ლატექსი და პოლიურეთანი, რაც მეცნიერთა მტკიცებით ბუნების მთავარი მტერია.

El Confidencial წერს, რომ მარტო ესპანეთში 10 000 ხელოვნურ მოედანზე მეტია. ასეთი საფარი იაფია და ამიტომ მისი დაგება იბერიის ნახევარკუნძულზე გავრცელებულ საქმიანობად იქცა. ბრიუსელი კი მიკროპლასტიკის წინააღმდეგ იბრძვის.

Federal Research on Recycled Tire Crumb Used on Playing Fields | US EPA