საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, 12 ოქტომბერს ნიდერლანდებს უმასძინლებს (18:00), 17-ში კი – შვედეთს (19:00). ორივე მატჩი ბათუმში გაიმართება.

აღნიშნული მატჩებისთვის, გუნდის მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

მეკარეები ლევან თანდილაშვილი („ლოკომოტივი“ თბილისი), ლუკა ხარატიშვილი („სამტრედია“), მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი“).

მცველები გიორგი მაისურაძე („დინამო თბილისი“), საბა გოგლიჩიძე („ტორპედო“), საბა ხვადაგიანი („დინამო თბილისი“), ლუკა ლაცაბიძე („დინამო თბილისი“), მუხრან ბაგრატიონი („დინამო ბათუმი“), საბა მამაცაშვილი („გაგარა“), ზურაბ რუხაძე („მეტა“, ლატვია), თორნიკე მორჩილაძე („თელავი“).

ნახევარმცველები ლაშა ოდიშარია („დინამო თბილისი“), ოთარ მამაგეიშვილი („საბურთალო“), გიზი მამაგეიშვილი („საბურთალო“), ლევან ოსიყმაშვილი („დინამო თბილისი“), ნოდარ ლომინაძე („სამგურალი“), ირაკლი ეგოიანი („ტვენტე“, ნიდერლანდები), დემეტრე გვასალია („კოლხეთი“, ფოთი), შალვა ოგბაიძე („დენ ბოსხი“, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე („დინამო“ მოსკოვი, რუსეთი).

თავდამსხმელები ვასილიოს გორდეზიანი (პაოკ, საბერძნეთი), გიორგი კვერნაძე („ფროსინონე“, იტალია), ჯადული იობაშვილი („დინამო თბილისი“).