Moviola Napoli-Real, Turpin's mistake: there was a handball by Mendy„ნაპოლისა” და „რეალის” ჩემპიონთალიგური შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მომენტი მადრიდელთა კარში დანიშნული პენალტი გახლდათ. მასზე პრეს კონფერენციებსა თუ მას-მედიაში ბევრი ილაპარაკეს. ამის პასუხად, ნეაპოლურმა საიტმა napolipiu.com-მა როგორც თვითონ წერს შენელებით გადაახვია მატჩის გამორჩეული მომენტები და ფრანგ მსაჯ კლემან ტურპენს კიდევ ორი ისეთი შეცდომა უპოვა, რომელაც საბოლოო შედეგზე გავლენა იქონია.

1. ვალვერდეს გოლამდე ცოტა ხნით ადრე, მენდიმ „რეალის” საჯარიმოში ხელით ითამაშა. ეს ოსიმენის ჩაწოდებას მოჰყვა. ფოტოებზე ნათლად ჩანს, რომ რეალის განაპირა მცველი ბურთს ხელით ეხება. მსაჯს წესის ეს დარღვევა არ შეუმჩნევია. ამ ეპიზოდში „ნაპოლის” სასარგებლოპდ პენალტი უნდა დანიშნულიყო.

2. კუთხური, რომელსაც ვალვერდეს გოლი მოჰყვა, არ უნდა დანიშნულიყო. რუდიგერმა ოლივერას აშკარად ხელი ჰკრა. ტურპენმა ვერც ეს დარღვევა დაინახა.

სამართლიანობისთვის, napolipiu.com წერს, რომ არბიტრი იმ ეპიზოდშიც შეცდა, როდესაც „ნაპოლის” სასარგებლოდ პენალტი დანიშნა.