უკან თურქეთში - შოთა არველაძის მიწვევა მის ყოფილ კლუბს სურს - europopცოტა ხნის წინ თურქეთის სუპერლიგის გუნდმა, „სამსუნსფორმა“ თანამდებობიდან გაათავისუფლა მთავარი მწვრთნელი, ჰუსეინ ეროღლუ.

მას შემდეგ, რაც კლუბის ხელმძღვანელობამ რამდენიმე ადგილობრივი სპეციალისტისგან გუნდის გაწვრთნაზე უარი მიიღო, უცხოელი მწვრთნელის მიწვევა განიზრახა და ვაკანტური პოსტი 50 წლის ქართველ სპეციალისტს, შოთა არველაძეს შესთავაზა:

„მას მერე, რაც „სამსუნსფორმა“ უარყოფითი პასუხი მიიღო რამდენიმე ადგილობრივი სპეციალისტისგან, მათ შორის ქოჯამანის, იალჩინისა და ქალიმბაისგან, კლუბის პრეზიდენტმა უცხოელი მწვრთნელის მიწვევა განიზრახა და არჩევანი ქართველ სპეციალისტზე, შოთა არველაძეზე შეაჩერა, ვისთანაც შეხვედრა უახლოეს დღეებში შედგება“, – წერენ ჩვენი თურქი კოლეგები.

შოთას კანდიდატურაზე „სამსუნსფორის“ არჩევანი რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, კერძოდ ის, რომ არველაძეს უთამაშია და უმუშავია თურქეთში, სხვადასხვა დროს წვრთნიდა -„ქაისერს“, „ქასიმფაშასა“ და „ტრაბზონსფორს“, ფლობს თურქულ ენას და ადაპტაციის პრობლემა არ იქნება.

ამ დროისთვის „სამსუნსფორის“ თურქული სუპერლიგის აუტსაიდერია – გუნდს მხოლოდ ერთი ქულა აქვს, თუმცა ჯერ მხოლოდ ექვსი ტურია გასული და მდგომარეობის გამოსწორება ჯერ კიდევ შესაძლებელია.