„ნაპოლისა” და „რეალის” შეხვედრის (2:3) დამთავრების შემდეგ, სტადიონის მიქს-ზონაში ჟურნალისტებთან ნეაპოლელთა კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ ილაპარაკა. მან თქვა:
„თამაშის ხარისხი არსად წავა. დღეს „რეალს” ტოლი არ დავუდეთ. შედეგი კი არ ვარგოდა. ახლა გერმანელებთან გვაქვს ზედიზედ ორი შეხვედრა. ამ შეხვედრებს ჯგუფიდან გასასვლელად გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. თუმცა, ვიმეორებ, შედეგის მიუხედავად, ჩვენი დღევანდელი თამაში პოზიტიური იყო”
დღევანდელ შეხვედრაში სითამამე ხომ არ დაგაკლდათ?
„არა, ჩვეულებრივი „ნაპოლი” ვიყავით. ჩვენ ჩვენი ფეხბურთი ვითამაშეთ, მაგრამ მადრიდელებს დიდი ვარსკვლავები ჰყავთ და ოდნავ შეცდომაზეც გსჯიან. მე მირჩევნია ასე წავაგო, — ვითამაშო გაბედულად, აქტიურად, — ვიდრე დაცვაში ჩავიკეტო და ვიწვალო. დღეს კარგად ვითამაშეთ, მხოლოდ შედეგი არ გამოვიდა საჩვენო. ტრიბუნიდან არაჩვეულებრივი გულშემატკივარი გვამხნევებდა. ეს ხალხი სხვა შედეგს იმსახურებდა”.
შეხვედრის ბოლოს განლაგების შეცვლა მოგეწონათ?
„მოედნიდიდან ისე ჩანდა, რომ ანგარიში უნდა გაგვეთანაბრებინა. ვფიქრობ, მწვრთნელსაც ასეთი შთაბეჭდილება შეექმნა და ორი თავდამსხმელი იმიტომ დაამატა. ფეხბურთელებს საკუთარი ძალების რწმენა არ გვაკლდა, მოედანზეც კარგად გავნაწილდით. ბოლო წუთამდე ანგარიშის გათანაბრებას ვცდილობდით. თამაშის ხარისხიც კარგი იყო. სამწუხაროდ, ჩვენთვის სასურველი შედეგი არ დადგა”.