Bartomeu, Barcelona's new president | LALIGA„ბარსელონა“, შესაძლოა, ლა ლიგადან და ევროპული შეჯიბრებიდან მოკვეთონ

„ბარსელონას“ ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა ტექნიკური კომიტეტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ხოსე ნეგრეირას მოსყიდვაში წაუყენეს ბრალი.

„ბარსელონას“ საგამოძიებო სასამართლოს ხელმძღვანელმა, ხოაკინ აგირემ, რომელიც ამ საქმეს ხელმძღვანელობს, კლუბის მხრიდან ნეგრეირისთვის 7,5 მილიონი ევროს გადახდა დანაშაულად მიიჩნია.

თავად ნეგრეირას, მის შვილს, ასევე „ბარსელონას“ ყოფილ პრეზიდენტებს ხოსეპ ბარტომეუს და სანდრო როსელს ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ.

სასამართლოს პოზიციის მიხედვით, არცერთმა თანამდებობის პირმა არ უნდა მიიღოს დამატებითი ანაზღაურება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის. თუ სასამართლო „ბარსელონას“ ბრალს დაუმტკიცებს, კლუბი შეიძლება  ლა ლიგადან გააძევონ და სეგუნდა დივიზიონში დააქვეითონ. ასევე შეუჩერონ  ევროტურნირებზე თამაშის უფლება.

ის ფაქტი, რომ „ბარსელონა“ ქრთამის აღებაში იყო ეჭვმიტანილი, ცნობილი გახდა 2023 წლის მარტში, როდესაც გაჩნდა ინფორმაცია კლუბის მხრიდან ნეგრეირასთვის გადახდების შესახებ. იმავე თვის ბოლოს უეფამ გამოაცხადა პოტენციური კორუფციული სკანდალის გამოძიების დაწყების შესახებ.

2023 წლის ივნისში უეფამ დაამტკიცა „ბარსელონას“ მონაწილეობა 2023/24 წლების ჩემპიონთა ლიგაში.