აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.გერმანიის ნაკრების მწვრთნელის ვაკანტური თანამდებობა მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა მწვრთნელმა, 36 წლის იულიან ნაგელსმანმა დაიკავა.

გერმანიის საფეხბურთო კავშირმა ახალი მწვრთნელთან კონტრაქტი 2024 წლის 31 ივლისამდე გააფორმა და იგი ოფიციალურდ წარადგინა. ნაგელსმანი გერმანიის ნაკრებს ევროპის მომავალ  ჩემპიონატზე უხელმძღვანელებს, რომელიც გერმანიის 10 ქალაქში მომავალი წლის 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

ნაგელსმანთან ერთად, დაამტკიცეს მისი ასისტენტებიც – ახალ მწვრთნელს სანდრო ვაგნერი და ბენჟამინ გლიუკი დაეხმარებიან.

რუდი ფიოლერი: „პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო ერთი ფაქტი, გაგვიმართლა, რომ ჰანსი ფლიკის განთავსუფლების შემდეგ, რაც ჩვენთვის ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება იყო, თავისუფალ მწვრთნელთა შორის იულან ნაგელსმანი აღმოჩნდა, რომელიც მზად არის, მიიღოს ეს საპასუხისმგებლო გამოწვევა და სათავეში ჩაუდეგს ეროვნულ გუნდს. იულიანი გამორჩეული მწვრთნელია თავისი სათამაშო სტილითა და ფეხბურთელების მიმართ დამოკიდებულებით. ყველაფერთან ერთად მას ზურგს უკვე საკმაოდ დიდი სამწვრთნელ გამოცდილებაც უმაგრებს.

იულიან ნაგელსმანი: საკმაოდ სასიამოვნო და საინტერესო იყო მოლაპარაკებების პროცესი. გერმანიის საფეხბურთო კავშირის ხელმძღვანელობას ჩემს დასარწმუნებლად დიდი დრო არ დასჭირვებიათ. მომავალი ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც გერმანია მასპინძლობს დიდი გამოწვევა და ამასთანვე უდიდესი პასუხისმგებლობაა. დიდი ენთუზიაზმით ველოდებით მის დაწყებას, გვინდა, რომ გერმანელმა გულშემატკივარმა ლამაზი ფეხბურთითა და კარგი შედეგით სიამოვნება მიიღოს.

აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.

რაც შეეხება ასისტენტებს. სანდრო ვაგნერს დიდი ხანია ვიცნობ, ის ძალიან ჭკვიანი ადამიანია და ბუნებრივი, რომ მას ჩემი გუნდის ნაწილად განვიხილავ, ისევე როგორც ბენჟამინ გლიუკს, რომელთან ერთადაც რამდენიმე წელი ვმუშაობდი.

ჩვენი სამწვრთნელო გუნდის წევრად მივიჩნევ ასევე სპორტულ დირექტორს, რუდი ფიოლერს, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს შორის მჭიდრო თანამშრომლობა იყოს.

„ბუნდესგუნდის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე იულიან ნაგელსმანის დებიუტი ოქტომბერში შედება – გერმანელები ამერიკული ტურნეს ფარგლებში 14 ოქტომბერს აშშ-ის ნაკრებს ეთამაშებიან, 18-ში კი მექსიკას.