No description available.საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 2025 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრაში, მოლდოვას დაუპირისპირდა და 1:0 მოიგო.

რამაზ სვანაძის გუნდმა შესარჩევში მეორე თამაში ჩაატარა. გიბრალტართან ქუთაისში გამარჯვების (2:0) შემდეგ, გუნდმა კიშინიოვში გამართული თამაშიც კარგად დაიწყო პირველ ტაიმში დიდ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ რეალური საგოლე მომენტი ბევრი არ ჰქონია.

შეხვედრის ეთადერთი გოლი 84-ე წუთზე ოდიშარიას ფლანგური გადაცემის შემდეგ, ჯადული იობაშვილმა ზუსტი თავური დარტყმით საქართველოს ნაკრები დააწინაურა.

ორი ტურის შემდეგ რამაზ სვანაძის გუნდს 6 ქულა აქვს და და ნიდერლანდების შემდეგ, ჯგუფში მეორე ადგილზეა.

საქართველო: ხარატიშვილი, მაისურაძე (გეგუჩაძე), ხვადაგიანი, გოგლიჩიძე, მამაცაშვილი, ლომინაძე, მორჩილაძე ( ოდიშარია), ოსიყმაშვილი, ო. მამაგეიშვილი ( აბუაშვილი), კვერნაძე (ეგოიანი), გორდეზიანი (იობაშვილი).

 

წილი
წინა სტატიაშეთანხმდნენ და წავიდა…
შემდეგი სტატიაცხადია, ისევ უშანსოდ…
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...