Carlos Alcaraz advances via retirement to begin US Open title defense -  Official Site of the 2023 US Open Tennis Championships - A USTA Eventამერიკის ღია პირველობის მერვედფინალების მეორე დღე უფრო სენსაციური გამოდგა. დავიწყოთ ქალებით, სადაც პირველ ნომრად განთესილ და ტურნირს მიღმა დარჩენილ იგა შვიონტეკს, სხვა ფავორიტებიც გაჰყვნენ.
მესამე ნომრად განთესილი ამერიკელი ჯესიკა პეგულა თანამემამულე მედისონ კისთან დამარცხდა – 1:6; 3:6, ხოლო მეხუთე ჩოგანი, ტუნისელი ონს ჟაბერი ჩინელ კინვენ ჟენგთან – 2:6; 4:6. საკუთარი მატჩები მოიგეს ჩეხმა მარკეტა ვონდროუშოვამ, ვინაც მასპინძელი პეიტონ სტერნსი (6:7; 6:3; 6:2) დაამარცხა და ბელარუსმა არინა საბალენკამ, რომელმაც რუს დარია კასატკინას (6:1; 6:3) მოუგო.
მეოთხედფინალში კი ურთიერთობას ვონდროუშოვა-კისი და საბალენკა-ვონდროუშოვა გაარკვევენ.
კაცთა შორის ესპანელმა კარლოს ალკარასმა იტალიელ მატეო არნალდის (6:3; 6:3; 6:4) მარტივად აჯობა. სხვა წყვილებშიც ფავორიტებმა იმარჯვეს. ერთია, ზოგს ოთხი სეტი დასჭირდა, ხოლო გერმანელ ალექსანდერ ზვერევს სულაც – ხუთი. ზვერევი-იანიკ სინერი 6:4, 3:6, 6:2, 4:6, 6:3; დანიილ მედვედევი-ალექს დე მინორი 2:6, 6:4, 6:1, 6:2; ანდრეი რუბლიოვი-ჯეკ დრეიპერი 6:3, 3:6, 6:3, 6:4; მეოთხედფინალში ალკარასი ზვერევს ეთამაშება, ხოლო მედვედევი – რუბლიოვს.