შეიძლება იყოს 4 ადამიანი, ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები, (ამერიკული) ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები and ტექსტი გამოსახულება
ბათუმმა ახალი მწვრთნელის პირველ საშინაო მატჩში სამგურალი 4:1 გაანადგურა

არ მოუხდა „დილას“ ანდრი დემჩენკოს ბათუმში წასვლა. გორელებმა ზედიზედ მეორე მატჩი წააგეს და ორივეში 3-3 გოლი გაუშვეს. ამჯერად „სამტრედიასთან“ – 1:3 დამარცხდნენ. სამტრედიელები გასავარდნ ზონაში არიან თუმცა უკვე მიჯრით მესამე მატჩია აღარ აგებენ. ამასთან, იმერულმა გუნდმა 28 მაისის მერე პირველად გაიმარჯვა.

„საბურთალომ“ „გაგრა“ 5:0 გაანადგურა. ჰეთ-თრიქი შეასრულა ყოფილმა სამტრედიელმა,  საბუთალოელთა 25 წლის კამერუნელმა, სირილ ჩამბამ. თითოც ოთარ მამაგეიშვილმა და გიორგი ჯინჯოლავამ გაიტანეს.

საინტერესოა, რომ „საბურთალოში“ დებიუტი ჰქონდა 17 წლის დანიელ ქვარცხავას, რომელმაც მინდორზე 8 წუთი დაჰყო და საგოლე გადაცემაც შეასრულა. მესამე ბურთი ჩამბამ სწორედ მისი პასით გაიტანა.

მეორე ტაიმის დასაწყისისთვის თბილისის „დინამო“ აუტსაიდერ „შუქურასთან“ 0:2 აგებდა, მაგრამ ძალები მოიკრიბა და მაინც მოიგო. გამარჯვების ბურთი ჭაბუკმა ჯადული იობაშვილმა გაიტანა 94-ე წუთზე. ეს ჯადულის სადებიუტო გოლი გახლდათ ეროვნულ ლიგაში.

„დინამო“ მეორე ადგილზეა და ლიდერ „ბათუმს“ 5 ქულით ჩამორჩება, თუმცა ზღვისპირელებმა ერთი მატჩით ნაკლები ჩაატარეს.  ექვსქულაჩამოკლებული  „შუქურა“ კი ფსკერზეა.

კიდევ, ახლახან „შუქურა“ მთავარმა მწვრთნელმა, ლევან ჯოხაძემ დატოვა. ქობულეთური კლუბის განცხადებით, მორიგი მატჩისთვის გუნდი „შუქურა  2″ – ის  დამრიგებელ მარეკ შეველიოვს უნდა მოემზადებინა, თუმცა მთავარი მწვრთნელად კარლოს გონსალესი ამოვიკითხეთ. ამ სპეციალისტის შესახებ ქობულეთელებს არაფერი უთქვამთ. ნეტავ, ვინ არის?..

ეს რაც შეეხება შაბათის შეხვედრებს.

პარასკევს ორი მატჩი გაიმართა. „ტორპედომ“ „თელავს“ 2:1 მოუგო, თუმცა თავიდან აგებდა. „ბათუმმა“ კი „სამგურალი“ 4:1 გაანადგურა. წყალტუბოელებს მძიმე პერიოდი უდგათ. მათ ექვსი ტურია, 1 ივნისის შემდეგ, აღარ გაუმარჯვიათ.

ტორპედო 2:1 თელავი

0:1 მორჩილაძე (15), 1:1 არაბიძე (43), 2:1 შერგელაშვილი (67)

გაძევება: ბეგიჩი (45+4) – თელავი

ბათუმი 4:1 სამგურალი

1:0 კიკაბიძე (28 საკ. კარში), 2:0 მამუჩაშვილი (35 პენ), 2:1 კაგაიამა (57), 3:1 ზარია (66), 4:1 იაკობსენი (90+6)

გაძევება: მოსიაშვილი (42) – ბათუმი

შუქურა 2:3 დინამო      თბილისი, ილია კოკაიას საწვრთნელი ცენტრი

1:0 ალეკო ანანიძე (30), 2:0 ვერულიძე (45+1), 2:1 კამარა (46), 2:2 სხირტლაძე (54 პენ), 2:3 იობაშვილი (90+4)

საბურთალო 5:0 გაგრა

1:0, 2:0 ჩამბა (7, 13), 3:0 ოთარ მამაგეიშვილი (61), 4:0 ჯინჯოლავა (79), 5:0 ჩამბა (90)

დილა 1:3 სამტრედია

0:1 ფირანაშვილი (14), 0:2 აბულაძე (44 პენ), 1:2 გომისი (89), 1:3 ახვლედიანი (90+5)

მეგოლეები: ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი) – 14, ულად ომარ იმრანი (დინამო) – 13, შეიკნე სილა (საბურთალო) – 11, ვლადიმერ მამუჩაშვილი (ბათუმი), ტიერი გეილი (დილა), ზორან მარუშიჩი (დინამო) – 10