Victor Osimhen of SSC Napoli and Luca Mazzitelli of Frosinone Calcio compete for the ball during the Serie A Tim match between Frosinone Calcio and...ვიქტორ ოსიმენმა ახალი სეზონის პირველ შეხვედრაში „ფროზინონეს” კარში ორი გოლი გაიტანა. ასეთი ეფექტური სტარტი ევროპის ხუთ ტოპ-ლიგაში შეიძლება ითქვას, რომ თავდამსხმელთაგან არავის ჰქონია. ნიგერიელმა, რომელიც ზაფხულის განმავლობაში სხვადასხვა მიზეზის გამო მას-მედიის მუდმივი ყურადღების ცენტრში იყო, კვლავ აალაპარაკა ხალხი.

ოსიმენმა „ნაპოლის” პირველ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა და ინდივიდუალური შედეგითაც ბრწყინავს. სანამ „ძურისთან” ახალ კონტრაქტს ელოდება, სერია A-ს საუკეთესო თავდამსხმელმა 2023 წელს, მე-19 გოლი შეაგდო და ევროპაში, ხუთი უძლიერესი ლიგის „წლის ბომბარდირის” შეჯიბრებაში პირველ ადგილზე მოექცა. „მანჩესტერ სიტის” ნორვეგიელ თავდამსხმელს ერლინგ ჰოლანდს ჯერჯერობით 17 გოლი აქვს გატანილი.