Never heard him say he wanted PSG exit': Marco Verratti on Neymar | Arab Newsნეიმარმა და ვერატიმ პსჟ-ის ვარჯიში გამოტოვეს და შესაძლოა, კლუბი ორივემ დატოვოს.

პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელმა და ნახევარმცველმა, ნეიმარმა და მარკო ვერატიმ გუნდის  8 აგვისტოს ვარჯიში გამოტოვეს.

წინა ვარჯიშზე ნეიმარმა მტკივნეული დარტყმა მიიღო კუნთის მიდამოში. ვერატის არყოფნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ კლუბის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ნახევარმცველს ვირუსული ინფექცია ჰქონდა.

ორივე მოთამაშემ, შესაძლოა, პარიზული კლუბი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას დატოვოს. მედიის ცნობით, ვერატიმ საუდის არაბეთის ალ-ჰილალთან წინასწარი კონტრაქტი უკვე გააფორმა, ნეიმარი კი შეიძლება ესპანურ „ბარსელონაში“ ან ლონდონის „ჩელსიში“ წავიდეს.