„ნაპოლისა” და ქართველი გულშემატკივრებისთვის უსიამოვნო ამბავია: კასტელ დი სანგროში იტალიის ჩემპიონისა და ესპანური „ჟირონას” შეხვედრის (1:1) ბოლო წუთებზე ხვიჩა კვარაცხელიამ მუხლი იტკინა. მან სტადიონი შეხვეული ფეხით დატოვა. როგორც „სქაი სპორტმა” თქვა, სავარაუდოდ საქმე გვაქვს მყესების გაჭიმვასთან. დღეს ექიმები ქართველ გარემარბს გულდასმით გასინჯავენ. არის საშიშროება, რომ საქმე უბრალო ტკენასთან არ გვაქვს და ხვიჩა სამკურნალოა. ერთი უეჭველია, რომ კვირა, 6 აგვისტოს, „აუგსბურგთან” ამხანაგურ შეხვედრას გამოტოვებს.