South Africa vs Italy 3-2: Women's World Cup 2023 – as it happened |  Women's World Cup News | Al Jazeeraქალთა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის G ჯგუფის ბოლო ტურის მატჩში, ერთმანეთს სამხრეთ აფრიკისა და იტალიის ნაკრებები შეხვდნენ. მატჩი აფრიკელთა დრამარტული გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

შეხვედრის ბედი მსაჯის მიერ მეორე დამატებულ წუთზე გადაწყდა, გამარჯვების გოლი  ტემბი კგატლანამ გაიტანა. ამრიგად, სწორედ სამხრეთ აფრიკის ნაკრები გავიდა ტურნირის მერვედფინალში, სადაც 6 აგვისტოს ერთ-ერთ ფავორიტს, ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება.

სამხრეთაფრიკელებმა სამ მატჩში ოთხი ქულა დააგროვეს და G ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს. იტალია მესამე პოზიციაზე დარჩა და ტურნირს დაემშვიდობა. ჯგუფის გამარჯვებული 9-ქულიანი შვედეთია, აუტსაიდეარი კი – არგენტინა, რომელსაც მხოლოდ ერთი ქულა მოუგროვდა.

კიდევ უფრო დიდი სენსაცია დაფიქსირდა F ჯგუფში, სადაც, ბოლო ტურში, ბრაზილიამ ვერ მოუგო იამაიკას, უგოლოდ გაეყარა და შესაბამისად, ოდენ მესამე ადგილს დასჯერდა. შემდეგ ეტაპზე კი იამაიკა და საფრანგეთი გავიდნენ. საფრანგეთი, დიდი ალბათობით, მერვედფინალში გერმანიას ან მაროკოს შეხვდება, მეორეადგილოსანი იამაიკა კი სავარაუდოდ კოლუმბიას დაუპირისპირდება.

2023 წლის ფიფას ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი 20 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში იმართება.

An embarrassment for Brazil! The South American champions crash out in the  Women's World Cup group stages as Jamaica cause incredible upset to reach  last 16 | Goal.com India