ლუკა ლოჩოშვილის „რაიო ვალეკანოში“ გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი ამბავია – ესპანური კლუბი ქართველის სანაცვლოდ „კრემონეზეს“ 2,7 მილიონ ევროს გადაუხდის – ინფორმაციას GolaTV-ის „ტვიტერის“ გვერდი ავრცელებს.

„თუ რამე მოულოდნელი არ მოხდა, ლოჩოშვილი „რაიო ვალეკანოს“ ფეხბურთელი გახდება. ტრანსფერის სავარაუდო ფასი 2,7 მლნ. ევროა, ტრანსფერი დასკვნით ფაზაშია“ – ამტკიცებს GolaTV.

ლოჩოშვილი „დინამო თბილისის“ აღზრდილია. მისი დებიუტი ძირითად გუნდში 17 წლის ასაკში შედგა.

2020–2022 წლებში გამოდიოდა ავსტრიულ „ვოლფბერგერში“, საიდანაც 2022 წლის ზაფხულში იტალიის სერია A-ს კლუბ „კრემონეზეში“ გადავიდა.