Wimbledon's Poster Of Carlos Alcaraz, Novak Djokovic Performing "Naatu Naatu" Step Goes Viral„უიმბლდონის“ წლევანდელი ტურნირი სუპერფინალით დასრულდება.

16 ივლისს, ერთმანეთის პირისპირ მსოფლიოს პირველი და მეორე ჩოგნები, ესპანელი კარლოს ალკარასი და სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დადგებიან. ფინალში ორივე მარტივად გავიდა: 36 წლის სერბი ჩოგბურთელი უიმბლდონის ფინალში სულაც ზედიზედ მეხუთედ იქნება. ნოლემ ნახევარფინალში იტალიელ იანიკ სინერს სამ სეტში მოუგო – 6:3; 6:4; 7:6. ასევე სამ სეტში იმარჯვა ალკარასმაც, ვისაც მეტოქედ რუსი დანიილ მედვედევი ჰყავდა – ბევრად უფრო რთული მოწინააღმდეგე. თუმცა, 20 წლის ესპანელისთვის რთული და იოლი მეტოქეები არ არსებობენ. ალკარასმა სამ სეტში მოიგო – 6:3; 6:3; 6:3.

ქალთა ფინალში დღეს ტუნისელი ონს ჟაბერი და ჩეხი მარკეტა ვონდროუშოვა ითამაშებენ. პირველი ფინალში ვონდროუშოვა გავიდა, ვინაც ნახევარფინალში უკრაინელი ელინა სვიტოლინა 6:3; 6:3 დაამარცხა. მეტოქედ კი, „უიმბლდონის“ გასული წლის ფინალისტი ეყოლება. ჟაბერი, რომელმაც ბელარუსი არინა საბალენკას 6:7; 6:4; 6:3 მოუგო, მეორედ შეეცდება „უიმბლდონის“ ფინალი მოიგოს. სხვათა შორის, ჟაბერმა წლეულს „როლან გაროსის“ ფინალი დათმო, რომელიც ვონდროუშოვასაც 2019 წელს წაუგია.