მიუნხენის „ბაიერნმა“ პორტუგალიელ მცველთან, რაფაელ გერეიროსთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
29 წლის მცველი ბოლო შვიდი სეზონის განმავლობაში „დორტმუნდში“ თამაშობდა. გასულ სეზონში 36 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. პორტუგალიელი მიუნხენურ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა.
გერეიროს პორტუგალიის ნაკრებში 64 მატჩში ოთხი გოლი აქვს გატანილი.