ნიუ იორკში, „ბარკლაის-ცენტრში“ NBA-ს 2023 წლის დრაფტი გაიმართა და „სან ანტონო სპურსმა“ პირველ ნომრად ფრანგი ცენტრი, ვიქტორ ვემბანიამა აირჩია. ეს მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ვემბანიამას საუკუნის ტალანტად მიიჩნევენ და „სპურსიც“ მის არჩევისკენ ჯერ კიდევ გასული სეზონიდან ისწრაფოდა.
19 წლის ფრანგი წინა სეზონში ფრანგულ „მეტროპოლიტან 92-ში“ თამაშობდა და ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი გახდა. ვემბანიანას გუნდმა ფინალი „მონაკოსთან“ წააგო, რომლის ერთ-ერთი მწვრთნელი მანუჩარ მარკოიშვილია.
„სიტყვებით გადმოცემა მართლა არ შემიძლია. ეს ერთ-ერთი საუკეთესო შეგრძნებაა, რომელიც ცხოვრებაში მქონია. უმაგრესი საღამოა ჩემს ცხოვრებაში. ამაზე დიდხანს ვოცნებობდი და ეს ახდენილი ოცნებაა. დაუჯერებელია“, – თქვა ვემბანიამამ დრაფტის შემდეგ.
ვემბანიამა გახდა მეექვსე კალათბურთელი, რომელიც NCAA-ში თამაშის გამოცდილების გარეშე, დრაფტზე პირველ ნომრად აირჩიეს. გახდა მეორე ევროპელი კალათბურთელი იტალიელ ანდრეა ბარნიანის შემდეგ, რომელიც ასევე პირველი ნომერი იყო.
სამეული ასე განაწილდა: ბრენდონ მილერი მეორე ნომრად „შარლოტ ჰორნეტსმა“ აიყვანა, სკოტ ჰენდერსონი – „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსმა“. დრაფტის საუკეთესო ათეული ასეთია: ამენ ტომპსონი, ოსარ ტომპსონი, ენტონი ბეიკი, ბილალ კულიბალი, ჯერეს ვოლკერი, ტეილორ ჰენდრიქსი, კეისონ ვილაჯი.