No description available.მოგეხსენებათ, 24 ივნისს სამხრეთ აფრიკაში ესოდენ ნანატრი ტურნირი დაიწყება: სამწლიანი პაუზის შემდეგ სტარტს აიღებს 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც 2020-2022 წლებში კოვიდ პანდემიის გამო არ გამართულა.

ცხადია, ტურნირში ქართველებიც მიიღებენ მონაწილეობას – უმცროსი ბორჯღალოსნები ზედიზედ მეხუთედ ითამაშებენ პლანეტის 12 უძლიერეს ახალგაზრდულ ნაკრებს შორის.

ჩემპიონატისთვის გასახურებელ მატჩებში ლადო კილასონიას ბიჭებმა ორი მარცხი განიცადეს და ერთი მატჩი მოიგეს, თან ვისთან? რაგბის სამშობლოდან ჩამოსულ თანატოლებთან, რომლებიც ხსენებული ტურნირის მრავალგზის ჩემპიონები არიან და კარსმომდგარი ჩემპიონატის მთავარ ფავორიტთა შორის განიხილებიან!

No description available.ჰოდა, ამ დიდი წარმატების შემდეგ ლადო კილასონია და მისი სამწვრთნელო შტაბი დიდი დილემის წინაშე დადგნენ. საქმე ისაა, რომ ამ ხანგრძლივ საწვრთნელ შეკრებასა და მატჩებში მონაწილეობა ლეგიონერთა უმრავლესობას არ მიუღია, რადგან მათი ფრანგული კლუბები შიდა ჩემპიონატის პლეი-ოფში იბრძოდნენ და ჩვენს ბიჭებს არ უშვებდნენ.

საბოლოოდ რამდენიმე რთული გადაწყვეტილების მიღება კი გახდა საჭირო – აბა, როგორ უნდა ეთქვა ნაკრებს უარი, მაგალითად სერგო აბრამიშვილზე, რომელიც „სტად ფრანსეს“ მთავარი გუნდის წევრია, ან ირაკლი აფციაურზე, რომელიც „გრენობლის“ სულაც სასტარტო მარჯვენა ბურჯად ჩამოყალიბდა?

მოკლედ, არჩევანი გაკეთებულია და ქვემოთ იმ 30 უმცროსი ბორჯალოსნის სიას გთავაზობთ, რომლებიც საქართველოს ღირსებას სამხრეთ აფრიკაში დაიცავენ:

1-2-3: გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე), ლაშა ფხაკაძე (ნევერი), ნიკა ბაბუნაშვილი (ლელო), ბასა ხონელიძე (ორიაკი), თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), ირაკლი აფციაური (გრენობლი), ბადრი ციხისთავი (ბაიონი), დავით მჭედლიძე (ტულონი)

4-5: გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), გიორგი ნიკოლაძე (აია).

6-7-8: გიორგი გერგედავა (კლერმონი), ნიკა ლომიძე (ხარები), ლაშა ციხისთავი (ბაიონი), რატი ზაზაძე (ნევერი), ნიკოლოზ საყვარელიძე (ორიაკი), თორნიკე ღანიაშვილი (ლელო).

9-10: დავით ხუროშვილი (ლელო), სანდრო ჯიღაური (ლელო), ნიკოლოზ კუპრაშვილი (ყოჩები), პეტრე ხუციშვილი (ლელო), გელა ხელაძე (ლელო).

12-13: ნიკოლას რაგოევი (ნევერი), გიორგი შველიძე (ბრივი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი).

11-14: შალვა აფციაური (ლელო), ლუკა ცირეკიძე (ლელო), ლუკა კობაური (პერპინიანი).

15: ლუკა ხორბალაძე (ლელო), ვაჟა მიქაძე (ლელო).

თავის პირველ მატჩს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მასპინძელ სამხრეთაფრიკელებთან 24 ივნისს გამართავს.