25 აგვისტოდან საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მისთვის სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატში ჩაერთვება. ქართველი ქალათბურთელები F ჯგუფში მოხვდნენ და იაპონიაში ითამაშებენ.
ტურნირის დაწყებამდე 100 დღით ადრე ფიბა-მ მატჩების დაწყების დრო დაადგინა. საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას კაბო-ვერდეს ნაკრებთნ თბილისის დროით 12:00 საათზე გამართავს, მეორე შეხვედრა სლოვენიასთან 15:30 საათზეა, ხოლო მესამე, ვენესუელასთან – ისევ 12:00-ზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რვა ჯგუფის საუკეთესო პირველ-მეორეადგილოსნები ბრძოლას მეორე ჯგუფურ ეტაპზე განაგრძობენ. მესამე და მეოთხე ადგილზე გასულები კი საკლასიფიკაციო ტურნირში ჩაერთვებიან.
მსოფლიო თასი 2023
26 აგვისტო
12:00 კაბო-ვერდე – საქართველო
15:30 სლოვენია – ვენესუელა
28 აგვისტო
12:00 ვენესუელა – კაბო-ვერდე
15:30 საქართველო – სლოვენია
30 აგვისტო
12:00 საქართველო – ვენესუელა
15:30 სლოვენია – კაბო-ვერდე