შეიძლება იყოს 6 ადამიანი, ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები, (ამერიკული) ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები and ბალახი გამოსახულება„სამგურალმა“ ეროვნულ ჩემპიონატში  ზედიზედ მე-8 მატჩი მოიგო. წინა ტურში წყალტუბოელები ნახევარი საათით გალიდერდნენ, ვიდრე „ბათუმი“ თავის მატჩს გამართავდა. ახლა, მე-14 ტურში, ამბავი გამეორდა, იმ განსხვავებით, რომ გიორგი ჭელიძის შეგირდები მთელი ხუთი საათის განმავლობაში გახდნენ ერთპიროვნული ლიდერები. „ბათუმმა“ შემდეგ მოიგო და ისევ პირველ ადგილზე დაბრუნდა.

„სამგურალზე“ გვინდა ვთქვათ. რამდენიმესაათიანი გალიდერება, ცხადია, ნახევრად ხუმრობითაა ნათქვამი, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში კიდევ ერთი გუნდი გამოჩნდა, რომელიც ბოლო წლების ფავორიტებს, „დინამოსა“ და „ბათუმს“ შეუამხანაგდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გუნდი კარგ ფეხბურთს თამაშობს.

სამტრედიაში (სადაც „ტორპედო“ საშინაო მატჩებს ატარებს) გადაუღებლად წვიმდა და ბოლო წუთებში გუბეები დადგა, ფეხბურთი წყალბურთს დაემსგავსა, მაგრამ ამას წყალტუბოელებისთვის ხელი არ შეუშლია დამაჯერებელი სამი ქულა მოეპოვებინათ.

გიორგი ნიქაბაძემ ჰეთ-თრიქი შეასრულა და 53-ე წუთისთვის ყველა კითხვა მოხსნა. ეს სეზონის მეორე სამგოლა გახლდათ. პირველი ბათუმელმა ჯოვინო ფლამარიონმა შეასრულა მე-5 ტურში „გაგრასთან“.

აღსანიშნავია ნიკა ხორხელის ორი საგოლე გადაცემაც.

„ტორპედოს“ გაუგებრობა კი გრძელდება. გუნდი ამჯერადაც სპორტულმა დირექტორმა, ახლო წარსულში ჩვენმა კოლეგა ლაშა დვალიშვილმა გაიყვანა მინდორზე. ფეხბურთელებს დაბნეულობა ეტყობათ, ახალი მთავარი მწვრთნელი კი ჯერ არ ჩანს.

„ბათუმმა“ ტურის გვიან მატჩში, ცარიელი ტრიბუნების ფონზე 3:1 მოუგო „გაგრას.“ „აჭარაბეთ არენა“ ქომაგების  ზღვარგადასული ემოციების გამო ერთი მატჩით გახლდათ დისკვალიფიცირებული.

დუბლი მიითვალა ფლამარიონმა და 9 გოლით კვლავაც სათავეში უდგას მეგოლეთა დავას.

შეიძლება იყოს 1 ადამიანი, თამაშობს ამერიკულ ფეხბურთს and თამაშობს ფეხბურთს გამოსახულებაძალიან საინტერტესო იქნება მომდევნო ტურში, 20 მაისს, ლიდერთა შეხვედრა – „სამგურალი“ „ბათუმს“ უმასპინძლებს.

„დინამომ“ ახალი ფორმით ითამაშა და სიახლე კარგად დაიბედა – 6:1 მოუგო „თელავს.“დინამოელთაგან ექვსივე ბურთი სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა. ულად-ომარ იმრანმა და  უსმანე კამარამ თითოჯერ გამოიჩინეს თავი და ორ-ორი საგოლე გადაცემაც მიითვალეს.

„თელავი“ კი, „ტორპედოსი“ არ იყოს, ბოლო დროს გაუგებრობაშია მოხვედრილი და ეს მის შედეგებსაც ეტყობა.

„საბურთალომ“ რუსთავში ირაკლი სიხარულიძის დუბლით  მოუგო აუტსაიდერ „სამტრედიას“ – 2:0. „დილამ“ კი ბათუმში „შუქურას“ 2:3 სძლია, თუმცა ბოლო წუთებში გაუჭირდა. აქაც დუბლი შეასრულა ტიერი გეილმა. ეს ბარბადოსელის მეორე ორგოლაა სეზონში.

ჯამში ამ ტურში ერთი ჰეთ-თრიქი და სამი დუბლი შესრულდა, რაც სეზონის რეკორდია. სარეკორდო გახლდათ ის 22 გოლიც, რომელიც ამ კვირა-ორშაბათს გავიდა. მანამდე გუნდებს ერთმანეთისთვის ყველაზე მეტი (20) მე-11 ტურში გაეტანათ.

ტორპედო 1:3 სამგურალი    (სამტრედიაში)

0:1, 0:2, 0:3 ნიქაბაძე (3, 44, 53), 1:3 არაბიძე (87)

საბურთალო 2:0 სამტრედია    (რუსთავში)

1:0, 2:0 სიხარულიძე (70, 89)

35-ე წუთზე ტაბატაძემ ვერ გაიტანა პენალტი

დინამო 6:1 თელავი   (გორში)

1:0 იმრანი (20), 2:0 მაისურაძე (27), 3:0 კამარა (34), 4:0 ვაგნერ გონსალვესი (46), 5:0 კალანდაზე (62), 6:0 სხირტლაძე (81), 6:1 აშორტია (84)

ბათუმი 3:1 გაგრა

1:0 ზარია (4), 2:0 ფლამარიონი (18), 2:1 მუსელიანი (75 პენ), 3:1 ფლამარიონი (79)

შუქურა – დილა  2:3   (ბათუმში)

0:1, 0:2 გეილი (16, 20), 1:2 მუჯირი (47), 1:3 ეტოუ (67), 2:3 მზვაკალი (86)

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ბათუმი362111483:4173
დინამო36218793:4968
ტორპედო361612855:3759
დილა361791056:3957
სამგურალი361691153:5154
საბურთალო361491358:4951
გაგრა361081847:6535
თელავი361071934:6237
სამტრედია36962150:6233
შუქურა36452738:11211

მეგოლეები:  ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი) – 9, ტიერი გეილი (დილა) – 8, ზორან მარუშიჩი (დინამო), გიორგი ნიქბაძე (სამგურალი) – 7, ულად-ომარ იმრანი (დინამო) – 6