დღეს უკვე მთელს მსოფლიოს აინტერესებს ინფორმაცია ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ. გამონაკლისი არც ნიგერიაა, რომლის ნაკრებშიც ქართველი გარემარბის თანაგუნდელი და საუკეთესო პარტნიორი ვიქტორ ოსიმენი თამაშობს. და რა უნდა ეკითხათ უცხოელებს ხვიჩას შესახებ უპირველეს ყოვლისა თუ არა მისი გვარის სწორი გამოთქმა.
ქვემოთ, ვიდეოში, ვიქტორ ოსიმენი თანამემამულეებს უხსნის, რომ ხვიჩას გვარი სინამდვილეში არის კვარაცხელია, მაგრამ გუნდში მას კვარას ეძახიან. თავიდან, როდესაც ახალი თანაგუნდელის გვარმა ცოტა დაგვაფრთხო, ვკითხეთ და მან გვიპასუხა, რომ ჩვეულებრივ ის კვარაცხელიაა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შემოკლებით კვარა დავუძახოთო.