30 წლის გონსალო იგუაინს 534 მატჩში 271 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ დღეს დილით ბუენოს აირესში ესეისას აეროპორტში რომ გაიტანა, წლის საუკეთესო იქნება. „იუვენტუსის“ ფორვარდი მხოლოდ ფეხმოსწრებული კი არა, სიტყვამოსწრებულიც ყოფილა.
„კალიარისთან“ სტუმრად მოგების შემდეგ „იუვე“ საშვებულებოდ დაიშალა და „პიპიტა“ იგუაინმაც სამშობლსკენ გასწია. მგზავრობით დაღლილს ტრაპიდან მიწაზე ფეხის დადგმა არ აცალეს და კამერა-მიკროფონით ეცნენ.
„ღამის 3 საათიდან თქვენ გელოდებით“ – გაეკრიჭა ჟურნალისტი, „ 14 საათია მოვფრინავ“ – შეუსრულა „პიპიტამ“ და გაუჩინარდა.
ავტორის პროფილი
- ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/07/2019 | 20:12სალასური სიმღერა: გამაძევე, კიდევ ერთხელ გამაძევე…
აქეთურ-იქითური04/07/2019 | 22:45სიახლე ფეხბურთის წესებში
აქეთურ-იქითური18/05/2019 | 14:15გამტანიდან მიმტანამდე
დავთარი16/05/2019 | 10:28გელ ბურა ბროზერ, შენ ხარ მდიდარი !
