ჩემპიონთა ლიგის დარად გაიმართა ევროპალიგასა და კონფერენციის ლიგის წილისყრა. გაირკვა მეოთხედფინალური და ნახევარფინალური წყვილების ვინაობა.

ევროპის ლიგის მეოთხედფინალში კონფერენციის ლიგის შარშანდელი ფინალისტები ფეიენოორდი და რომა შეხვდებიან. თუ გახსოვთ, მაშინ იტალიურმა კლუბმა 1:0 იმარჯვა და ამ საკლუბო ტურნირის პირველი გამარჯვებული გახდა.

მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი) – სევილია (ესპანეთი)

იუვენტუსი (იტალია) – სპორტინგი (პორტუგალია)

ლევერკუზენი (გერმანია) – სენ ჟილუაზი (ბელგია)

ფეიენოორდი (ნიდერლანდები) – რომა (იტალია)

1/2 ფინალი

იუვენტუსი (იტალია)-სპორტინგი (პორტუგალია) vs მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი)-სევილია (ესპანეთი)

ფეიენოორდი (ნიდერლანდები)-რომა (იტალია) vs ლევერკუზენი (გერმანია)-სენ ჟილუაზი (ბელგია)

მეოთხედფინალის პირველი მატჩები 13 აპრილს გაიმართება, საპასუხოები 20 აპრილს.

No description available.

კონფერენციის ლიგის მეოთხედფინალს ქართველებიდან მხოლოდ ნიკა კვეკვესკირისა და გიორგი წიტაიშვილის „ლეხი“ შემორჩა, მათი მეტოქე მეოთხედფინალში იტალიური „ფიორენტინა“ იქნება.

ლეხი (პოლონეთი) – ფიორენტინა (იტალია)

გენტი (ბელგია) – ვესტ ჰემი (ინგლისი)

ალკმაარი (ნიდერლანდები) – ანდერლეხტი (ბელგია)

ბაზელი (შვეიცარია) – ნიცა (საფრანგეთი)

1/2 ფინალი

ლეხი (პოლონეთი) – ფიორენტინა (იტალია) vs ბაზელი (შვეიცარია) – ნიცა (საფრანგეთი)

გენტი (ბელგია) – ვესტ ჰემი (ინგლისი) vs ალკმაარი (ნიდერლანდები) – ანდერლეხტი (ბელგია)

მეოთხედფინალის პირველი მატჩები 13 აპრილს გაიმართება, საპასუხო 20 აპრილს.