ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სერია A-ში „ატალანტასთან“ მატჩისთვის ემზადება. ლუჩანო სპალეტიმ პრესონფერენცია გამართა და მომავალი თამაშის გარდა, ხვიჩა კვარაცხელიაზე საგანგებოდ ისაუბრა.
სპალეტის ერთ-ერთი კითხვა კვარაცხელიას მიერ გავრცელებულ პოსტზეც დაუსვეს. შეგახსენებთ, რომ ქართველი ფორვარდი საქართველოში ბოლო დღეების ვნებათაღელვას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა – „საქართველოს მომავალი ევროპაშია“!
სპალეტიმ ხვიჩა საჯაროდ შეაქო.
„წავიკითხე მისი პოსტი. ადამიანი, როცა თვლის, რომ უსამართლობას აწყდება, ყოველთვის ასე უნდა გააკეთოს. ის, რაც მან დაწერა, არის სურვილი ვირტუალურად გამოვიდეს ქუჩაში და დააფიქსიროს საკუთარი აზრი. მიმაჩნია, რომ ეს მის მიერ გატანილ გოლებზე არანაკლებ დასაფასებელია. ის დიდი მოთამაშე და ამასთან ერთად, უფრო დიდი ადამიანია“, – განაცხადა სპალეტიმ.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
