ირვინგ ლოსანო შაბათს „ნაპოლისა” და „ატალანტას” შეხვედრაში ვერ ითამაშებს. მექსიკელ გარემარბს კუნთი გაეჭიმა. როგორც „სკაი სპორტი” იუწყება პრობლემა სერიოზული არ უნდა იყოს ანუ „ჩაკი” ფრანკფურტის „აინტრახტის” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრაში ნეაპოლელთა მწვრთნელის ლუჩანო სპალეტის განკარგულებაში იქნება, მაგრამ მანამდე, სერია A-ს 26-ე ტურში, მას სავარაუდოდ მატეო პოლიტანო შეცვლის.

ამასობაში, გავრცელდა ხმა, რომ 8 მარტს ვარჯიში გააცდინა „აძურის” ნიგერიელმა თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმაც. როგორც ზემოთ ნახსენები წყარო „სქაი სპორტი” იუწყება, მას რაღაც ადმინისტრაციული საკითხები ჰქონდა მოსაგვარებელი.

პარასკევს, „ლაციოსთან” მარცხის შემდეგ ოსიმენი ცოლ-შვილთან ერთად, ორი დღით, დასასვენებლად პარიზს გაემგზავრა, ორშაბათს კი რომში უცხოური პრესის ასოციაციის ჯილდო მიიღო.

Victor Osimhen of SSC Napoli celebrates with Hirving Lozano of SSC Napoli after scoring his team's second goal during the Serie A match between SSC...