2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები თბილისში ლიეტუვას შეხვდა და 32:18 დაამარცხა.
ევროპის ჩემპიონატი 2024 წლის 10-28 იანვარს გერმანიაში გაიმართება, მასში მონაწილეობას 24 ნაკრები მიიღებს. მასპინძელი გერმანია და გასული ევროპირველობის სამი საუკეთესო გუნდი (შვედეთი, ესპანეთი, დანია) ტურნირზე ავტომატურად არიან დაშვებული, მათ შესარჩევი ტურნირიდან 20 საუკეთესო შეუერთდება. საკვალიფიკაციო ეტაპზე 8 ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასულ ნაკრებებს 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი დაემატება.
უნგრეთი 2 2 0 0 77:47 4
შვეცარია 2 2 0 0 51:49 4
საქართველო 3 1 0 2 79:83 2
ლიეტუვა 3 0 0 3 67:95 0
საქართველოს ნაკრების დარჩენილი მატჩების კალენდარი
12 მარტი ლიეტუვა-საქართველო
26 აპრილი საქართველო-შვეიცარია
30 აპრილი უნგრეთი-საქართველო