თებერვალი ნამდვილად გამორჩეული თვე იყო საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელისთვის – ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე სერია A-ში ჩატარებულ 4 შეხვედრაში გატანილი 3 გოლი და 2 საგოლე პასია.

სტატისტიკისა და ანალიზის ვებ გვერდმა SofaScore-მ ტოპ 5 ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომლებმაც თებერვალში საშუალოდ ყველაზე მაღალ შეფასებები დაიმსახურეს.

სერია A-დან ევროპის რჩეულთა შორის ორი ფეხბურთლი მოხვდა „ნაპოლიდან“, ერთი, ცხადია ხვიჩა კვარაცხელიაა, რომლის საშუალო შეფასებაც თებერვალში 7,73 იყო. ხვიჩასთან ერთად სიაში მისი თანაგუნდელი ამირ რაჰმანი მოხვდა.

No description available.