სერია A-ს მიმდინარე ჩემპიონატი „ნაპოლის“ დომინაციით მიმდინარეობს. ნეაპოლელთა ტრიუმფში კი ძალიან დიდია ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის წვლილი.
სტატისტიკსა და ანალიზის ვებ გვერდმა www.whoscored.com-მა კვარაცხელია და ოსიმენი თებერვლის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. ეს რომ ლოგიკური გადაწყვეტილებაა, ამაზე თებერვლის სტატისტიკაც მეტყველებს – „ნაპოლიმ“ ამ თვეში ოთხი მატჩი ჩაატარა და ოთხივე მოიგო, თან ისე, რომ საკუთარ კარში გოლი არ მიუღია, იქით კი 10 გაიტანა. კვარაცხელიასა და ოსიმენის სტატისტიკასაც აქვე გთავაზობთ.
5 თებერვალი: სპეცია-ნაპოლი 0:3
კვარაცხელია: გოლი პენალტით+პასი
ოსიმენი: დუბლი (ერთი გოლი ხვიჩას პასით)
12 თებერალი: ნაპოლი-კრემონეზე 3:0
კვარაცხელია: გოლი
ოსიმენი: გოლი
17 თებერვალი: საუსოლო-ნაპოლი 0:2
კვარაცხელია: გოლი
ოსიმენი: გოლი
25 თებერვალი: ემპოლი-ნაპოლი 0:2
ოსიმენი: გოლი
ამ გოლში ხვიჩას წვლილი საკმაოდ დიდია – ქართველმა შემტევმა საჯარიმოს გარედან ძლიერად დაარტყა, „ემპოლის“ მეკარემ მოიგერია და იქვე ოსიმენმა დაამატა (გოლის ნახვა „სარბიელის“ ფეისბუკის გვერდზე არის შესაძლებელი).