ოთარ კიტეიშვილი: ამ თამაშის შემდეგ, ბუნებრივია, ირლანდიას უნდა მოვუგოთ! - სპორტული პორტალიოთარ კიტეიშვილი ტრავმირებულია და უახლოესი პერიოდი ვერ ითამაშებს, – საქართველოს ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველის შესახებ ინფორმაცია კლუბის ვებგვერდმა გაავრცელა.

„ცუდი ამბავი „შტურმისთვის“ – კუნთის ტრავმის გამო უახლოეს მომავალში ოთარ კიტეიშვილი ვერ დაგვეხმარება. ჩვენი ათიანი იძულებული გახდა, შეეწყვიტა ვარჯიში მას შემდეგ, რაც ბარძაყის არეში ფეხი ჩაარტყეს. კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ ქართველი ნახევარმცველი გუნდს რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ დახმარება“, – წერია „შტურმის“ განცხადებაში.

ჩვენთვის კი საფიქრალი ეროვნული ნაკრებია, რომელიც 28 მარტს, ბათუმში, ნორვეგიასთან მატჩით ახალ ევროშესარჩევს იწყებს და ჯერჯერობით, უცნობია, მოასწრებს თუ არა გამოჯანმრთელებას საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი ამ თამაშისთვის.