წყალტუბოს „სამგურალი“ ახალ სეზონს სიახლეებით ხვდება. როგორც ცნობილია, გუნდის მწვრთნელ გიორგი მიქაძეს კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს. კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი გიორგი მიქაძის ნაცვლად ახალი სეზონიდან გუნდს გიორგი ჭელიძე გაწვრთნის.
ჭელიძე გასული სეზონის დასაწყოსში „თელავში“ მუშაობდა, საიდანაც სეზონის შუაში წამოვიდა, გასული ჩემპიონატის ბოლოს ის ბოლნისის „სიონში“ დაინიშნა, მაგრამ გუნდის ეროვნულ ლიგაში დატოვება ვერ მოახერხა.
მთავარი მწვრთნელის გარდა, ახალ სეზონში „სამგურალს“ ახალი სპორტული დირექტორი ეყოლება, ამ თანამდებობაზე ქუთაისის „ტორპედოსა“ და საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ აშვეთია იმუშავებს.
2021 წლიდან აშვეთია „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელის თანაშემწე იყო.