მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ეტაპს დღეს E და F ჯგუფების ოთხი გუნდი მოილევს, ოთხიც – შინ გაემგზავრება. კანადის გარდა ყატარში დარჩენის შანსი ყველა გუნდს აქვს, თუმც ამისთვის საჭიროა, რომ…

Rodri of Spain and Jamal Musiala of Germany during the FIFA World Cup Qatar 2022 Group E match between Spain and Germany at Al Bayt Stadium on...E ჯგუფი

იაპონია – ესპანეთი (23:00)

კოსტა რიკა – გერმანია (23:00)

– ესპანეთი გავა ფლეი ოფში, თუ არ წააგებს, ან პარალელურ მატჩში იქნება ფრე. თუ ესპანეთი წააგებს, ხოლო მეორე მატჩში გერმანია მოიგებს, მაგრამ არა დიდი ანგარიშით, ესპანელები ასევე აღმოჩნდებიან მერვედფინალში.

– მერვედფინალში გასასვლელად იაპონიას სჭირდება ესპანეთის დამარცხება, ან ფრეც ეყოფა თუ: კოსტა რიკა ვერ მოიგებს; გერმანია ვერ მოიგებს ორი (ან მეტი) ბურთის სხვაობით და ვერ გაიტანს უფრო მეტს, ვიდრე იაპონია.

– კოსტა რიკა გავა მერვედფინალში, თუ მოუგებს გერმანიას ან ფრედ ითამაშებს, ხოლო ესპანეთი მოუგებს იაპონიას.

– თუ გერმანია კოსტა რიკას რვა ბურთით დაამარცხებს, ნებისმიერ შემთხვევაში აღმოჩნდება ფლეი ოფში.

World Cup Qatar 2022 Group F match between Morocco and Croatia at Al Bayt Stadium on November 23, 2022 in Al Khor, Qatar.F ჯგუფი

ხორვატია – ბელგია (19:00)

კანადა – მაროკო (19:00)

– ხორვატია გავა ფლეი ოფში, თუ არ წააგებს; ან თუ წააგებს ნაკლები სხვაობით, ვიდრე მაროკო პარალელურ შეხვედრაში.

– მაროკოსთვის საკმარისია არ წააგოს კანადასთან და გუნდი 1/8 ფინალში იქნება. მაგრამ თუ წააგებენ, ხოლო ხორვატია ორი ბურთით მეტი სხვაობით წააგებს. მერვედფინალში მაინც აფრიკელები გავლენ.

–  ბელგიას ჯგუფიდან გასასვლელად მოგება სჭირდება; ან ფრეც ეყოფა, მაგრამ ამ შემთხვევაში საჭირო იქნება მაროკოს დიდი ანგარიშით მარცხი.

– კანადამ ყველანაირი შანსი დაკარგა.