დავიდ სილვა “მანჩესტერ სიტის” ბოლო რამდენიმე შეხვედრაში არ მონაწილეობდა. მიზეზი: მის მეგობარ გოგონას, რომელიც ფეხმძიმობის ბოლო ეტაპზეა, ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. კანარის კუნძულების შვილს გაცდენის ნებართვა მწვრთნელისგან, პეპ გვარდიოლასგან ჰქონდა აღებული.

“ის დაბრუნდება, როცა მზად იქნება. პირადი ცხოვრება ყველაფერზე მნიშვნელოვანია” — თქვა გვარდიოლამ.

ეს ინფორმაცია ესპანურმა რადიო SER-მა, კერძოდ ჟურნალისტმა ალვარო დე გრადომ  გაავრცელა. სილვა ინგლისში დაბრუნდა, სადაც “სიტიმ” “უოტფორდს” უმასპინძლა და 3:1 მოუგო. დავიდ სილვამ თავიდან ბოლომდე ითამაშა. ყვითელი ბარათიც კი მიიღო.