იტალიაში, „ნაპოლისა” და „უდინეზეს” შეხვედრის (3:2) დამთავრების შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი თემა გახლდათ სამხრეთ კორეელი მცველის კიმ მინ-ჯაეს შეცდომა, როდესაც მას 82-ე წუთზე 20 წლის გერმანელმა ლაზარ სამარძიჩმა ბურთი წაართვა, პოზიცია გაიუმჯობესა და გოლი გაიტანა.
გულშემატკივარი კიმისგან შეცდომას არ არის დაჩვეული. ამას არც თავად კორეელი ელოდა და ამიტომაც მოიხადა მატჩის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში ბოდიში.
„მინდა დიდი ბოდიში მოვუხადო ჩემს თანაგუნდელებსა და გულშემატკივრებს. დღეს ჩვენ მათი წყალობით გავიმარჯვეთ, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ შეცდომები მე მხოლოდ მაძლიერებს”, — დაწერა კიმმა ინსტაგრამზე.
ასეთ ემოციურ პოსტს არავინ ელოდა. „კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ ნეაპოლელმა გულშემატკივარმა მის გამო კიმი კიდევ უფრო შეიყვარა. დღემდე უშეცდომო და ფიზიკურად წარმოუდგენლად ძლიერი მცველი „დიეგო მარადონაზე” ისედაც ხალხის ერთ-ერთი ფავორიტი იყო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური09/06/2026 | 09:12ალეგრი მილანში გაიჭედა
სიახლეები09/06/2026 | 08:15მთავარი მეკარე უნაი სიმონი იქნება
აქეთურ-იქითური09/06/2026 | 07:15კლუივერტთა შორის უკლუივერტესი
მთავარი ამბავი08/06/2026 | 09:28ფლორენტინო: წინ ბევრი ისტორიული მოვლენაა!
